13:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 23:12:16, 9988 ნახვა

სპორტი
კახა ჩხეტიანი - ყველაფერი კარგად გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოვიყენოთ და ქომაგი გავახაროთ

„ყველაფერი კარგად გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოვიყენოთ და ქომაგი გავახაროთ“ , - ამის შესახებ თბილისი „დინამოს“ მწრთნელმა, კახა ჩხეტიანმა პრესკომფერენციაზე განაცხადა.

„ხვალინდელი მატჩისთვის გუნდში საბრძოლო განწყობაა. წინასწარ შანსებზე არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი მოსაგებად იბრძოლებს.  მართალია, სტადიონზე ქომაგი არ დაიშვება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრის ხმას გავიგონებთ.

არ აქვს მნიშვნელობა ერთი მატჩის ჩატარება გვიწევს თუ ორის, ყველა შემთხვევაში, მოედანზე მოტივირებული და მომზადებული უნდა გამოვიდეთ.  მატჩების რაოდენობა არაფერს არ ცვლის. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და კარგად უნდა გავაცნობიეროთ. შეხვედრის თითოეული წუთი მაქსიმალურად მობილიზებული და კონცენტრირებული უნდა ვიყოთ.

მატჩამდე ჩვენი მეტოქის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოვიძიეთ, ყველა დეტალი განვიხილეთ. ყველაფერი კარგად გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოვიყენოთ და ქომაგი გავახაროთ”, – განაცხადა „დინამო“ თბილისის მწრთნელმა, კახა  ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს საქართველოს ჩემპიონი ხვალ 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics