17:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 17:51:31, 1765 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ოზურგეთში თხილის გადამამუშავებელი ქარხნის წარმოება იზრდება

18 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და ოზურგეთის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის შპს „თოლეს“ პარტნიორობით თხილის წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ქარხნისთვის  შეძენილი თხილის საშრობი საწარმოს 24 საათში 10 ტონით მეტი თხილის გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.  ეს საერთო ჯამში ქარხნის წარმადობას  დაახლოებით 25-30%-ით გაზრდის. თხილის ქარხნის წარმოების გაზრდისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 300 000 ევრო შეადგინა. ბანკისა და თხილის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლობის ფარგლებში ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში 30  ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში თხილის ქარხნის წარმოების ზრდა ხელს უწყობს, როგორც მეთხილეობის დარგის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.  საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს და გააგრძელებს  ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში “,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics