2020-08-18 12:52:48, 1146 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო!
ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო. ის არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველგან სადაც ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწია, „გირჩი“ საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.
„ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო. გია ვოლსკი არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ვიცე-სპიკერია, მანამდე ფრაქციის თავმჯდომარე იყო, არის ერთ-ერთი მთავარი კომენტატორი მიმდინარე მოვლენებზე ოცნების მხრიდან და ვაპირებ რომ დავამარცხო. ცხადია, ეს მხარდაჭერა, რომელიც გამომიცხადეს მნიშვნელოვნად წამადგება ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,