21:33 - 21 Jul, 2026
|
2015-01-05 12:43:29, 4531 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: თუ უკრაინაში წინსვლა იქნება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში წინსვლა იქნება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისი თქმით, 15 იანვარს, ასტანაში, უკრაინის აღმოსავლეთით კრიზისის მოგვარების მიზნით, მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლები დაესწრებიან. „ჩავალ ასტანაში მხოლოდ ერთი პირობით, თუ ახალ პროგრესს მივაღწევთ. ვფიქრობ, რომ აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა. მისივე თქმით, თუ პროგრესი არ მიიღწევა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)