2020-08-17 16:45:21, 1000 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ვემიჯნებით ძალადობას, გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე, ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
„საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.
ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან