00:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 15:43:49, 864 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ გაგუა: Fitch-ის რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს

"Fitch-ის  რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სარეიტინგო კომპანია Fitch"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, Fitch-ის რეიტინგში ცალსახად არის ხაზგასმული ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის მაღალი დონე.

„ბუნებრივია, პანდემიური მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც გლობალურ ეკონომიკებში მთელი რიგი ქვეყნებისათვის ხდება რეიტინგების შემცირება, ჩვენთან სარეიტინგო კომპანია Fitch-მა მეორე მიმოხილვა ჩაატარა და რეიტინგი იგივე დატოვა. ეს არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა ამ რისკებს. გასული წლის ბოლოს, ჩვენი ფისკალური შედეგები საკმაოდ მძლავრი იყო და დიდი ბუფერებით შევხვდით 2020 წელს. მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე - ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც რეალურად განაპირობა „Fitch"-ის ანგარიშში ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება. ასევე, თქვენ იცით, რომ გვქონდა საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს კი არის გზავნილი, როგორც ინვესტორებისთვის, ისე საკრედიტო რეიტინგის კომპანიებისთვის, როგორიც არის Fitch-ი და სხვები, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მმართველობა არის ეფექტური“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

როგორც მან აღნიშნა, Fitch-ის რეიტინგი მიუთითებს იმას, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად დაიწყებს აღდგენას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics