11:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 13:26:26, 928 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვადასხვა დაზიანებული ინვენტარის აღდგენა 14 მისამართზე  მიმდინარეობს. 

მათ შორის, სპორტული მოედნების შეკეთების სამუშაოები  გლდანის ა  მიკრორაიონის N60 კორპუსთან, მესამე  მიკრორაიონის N14 კორპუსთან, მესამე ა მიკრორაიონის N21-22, პირველი მიკრორაიონის N18, მეოთხე მიკრორაიონის N109 ა კორპუსთან, ასევე,   მუხიანის მეოთხე ბ  მიკრორაიონის N33,  N29 და მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N12-13  კორპუსებთან მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, იცვლება ლითონის მავთულ-ბადეები, ბალახის ხელოვნური საფარი და შეიცვლება დაზიანებული ინვენტარი.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ჯამში, მიმდინარე ხელშეკრულებით გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 313 511 ლარი არის გათვალისწინებული.

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე ბე“ ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics