00:03 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 18:06:35, 1110 ნახვა

პოლიტიკა
ევროპულმა საქართველომ გორის მერს რუსული დროშით დაბადების დღე მიულოცა

გორში ევროპული საქართველოს აქტივისტებმა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს დაბადების დღე მერიის შენობის წინ რუსეთის დროშის დახატვითა და წარწერით КГБ-ით მიულოცეს.

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლის, ეთერ ჯალაღანიას განმარტებით, პერფორმანსი გორის მიერ წარსულში გაკეთებულ პრორუსულ განცხადებებს ეძღვნებოდა.

„ვინაიდან ბატონ კოტე თავზარაშვილს გაძლიერებული ნოსტალგია აწუხებს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიმართ, ჩვენ გადავწყვიტეთ მას რუსული დროშით მივულოცოთ დაბადების დღე. ზუსტად ამ ნოსტალგიის და სიმპატიების დამსახურებაა, რომ მისი სავაჭრო გარიგებები რუსული ორგანიზაციებისთვის ბევრად მომგებიანია, ვიდრე საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მას რუსული პასპორტი ვაჩუქოთ. სიამოვნებით შევუძენდით ბილეთსაც“, – განაცხადა ეთერ ჯალაღანია.

2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მერი შვებულებაში იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics