13:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 11:47:56, 1007 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება.

კომბინირებული სპორტული მოედანი - თანამედროვე სტანდარტის მინი ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონები მოეწყო ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ. სტადიონები 1 200 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

გარდა ამისა, მოედნები ასევე, მოეწყო ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, 1 100 კვ.მ ფართობზე ფეხბურთის სტადიონთან ერთად, ჩოგბურთის კორტიც განთავსდა.  

დასრულებულ სპორტულ მოედნებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

„სპორტული მოედნების მოწყობა ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. ამიტომ, მომზადდა პროექტი, განხორციელდა სამუშაოები და დღეს უკვე აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ ადამიანებს აქვთ თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილი ჩოგბურთის კორტი, ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონები. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და შესაბამისი პირობების შექმნას ვაკის რაიონში გამგეობა მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

ჩოგბურთის კორტის, ფეხბურთის მოედნებისა და კალათბურთის სტადიონის პროექტების ჯამური ღირებულება 502 000 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics