17:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 00:23:07, 1110 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა- გვიხარია, როდესაც გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და ბედნიერი

„ჩვენი საერთო ამოცანა, რა თქმა უნდა, არის ის, რაზეც პრემიერმა და ჩვენმა გენერალურმა მდივანმა ისაუბრა, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღმოიფხვრას სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი. "ქართული ოცნების" პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლა და წარმატება გვაქვს მიღწეული. შეიძლება კიდევ ერთხელ გავიმეოროთ რას ნიშნავს ბაზრების გახსნა თუნდაც გურჯაანელი გლეხებისთვის. მე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი რამდენიმე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული, მისი კმაყოფილება გაგვიზიარა და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი - კილოგრამი ატამი. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როდესაც გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და ბედნიერი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics