17:09 - 07 Jun, 2026
|
2015-09-10 10:22:01, 858 ნახვა
სამართალი
ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ბათუმში, თამარის დასახლებაში გვიან ღამით ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპოდენტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე ორივე ახალგაზრდა - მ.შეროზია და მ.მუპუტაძე სტუმრად იმყოფებოდნენ. დაახლოებით ღამის 02:00 საათზე ისინი ქუჩაში გაიყვანეს. არსებული ვერსიით, შელაპარაკება ერთ–ერთი გარდაცვლილის ცოლის ნათესავებთან მოხდა, რის შემდეგაც ორი გასროლის ხმა იყო. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. „ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას ცდილობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)