|
2020-08-14 15:15:28, 1032 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: პროკურატურისგან სოციალურ ქსელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ
23 წლის გაურკვეველ ვითარებში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დღეს, მთავარ პროკურორთან შეხვედრისას მიიღო მოცულობითი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ქსელებთან. მისივე განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ნათელს მოჰფენს ბევრ რამეს. ამასთანავე, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრები ამით არ დასრულებულა. „საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდა მთავარ პროკურორთან და მის მოადგილეებთან, დეტალურად გვქონდა ყველა თემაზე საუბრი, მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები, გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს დაკავშირებულს სოცოალურ ქსელებთან, რომელიც ძალიან მალე ძალიან ბევრ რაღაცას ნათელს მოფენს, ამავდროულად, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პოკურორი რომელიც არაეთიკურად ანხორციელებდა მოქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოახდინეს და ჩამოაშორეს საქმეს, იმიტომ რომ არ იყო ეთიკური მისი ქცევა დაზარალებულის მიმართ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)