08:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 17:45:37, 497 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სეზონური დაავადებების მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სეზონური დაავადებების მართვისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, შეხვედრის მიზანი იყო სეზონურ დაავდებათა შემთხვევების ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზოგად საგანმანათლებლო და სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებეში სეზონურ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების გზების განხილვა.

შეხვედრას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე, მუნიციპალიტეტების გამგებლების მოადგილეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, პოლიკლინიკების ხელმძღვანელები, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის და ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წარმოადგინა გადამდებ დაავდებათა შესახებ 2015 წლის 8 თვის ანგარიში. სტატისტიკის თანახმად აღნიშნულ პერიოდში აღირიცხა გადამდებ დაავადებათა 19 666 შემთხვევა, რომელთა 52%–ს შეადგენს 0–14 წლამდე ასაკის ბავშვები.

დაავადებათა გავრცელების მიხედვით 48% სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეაა, 27% სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა. შემთხვევათა ძირითადი ნაწილი მოდის ზაფხულის თვეებზე, განსაკუთრებული მატება ყოველწლიურად აგვისტოს თვეში ფიქსირდება.

პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იქნა ბოლო 5 წლის განმავლობაში გადამდები დაავადებების გავრცელების მიმოხილვა. აჭარის მოსახლეობაში ფიქსირდება იმუნიზაციით მართვადი ინფექციები: წითელა, წითურა, ყბაყურა, ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები და სხვა.

ყოველი წლის ოქტომბრის თვიდან კი იწყება გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების ეპიდსეზონი, კერძოდ, წლის მე–40–ე კვირიდან მომდევნო წლის მე–20-ე კვირამდე. აღნიშნულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობას განახორციელებს აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics