12:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 16:11:43, 868 ნახვა

რეგიონი
„ქართული ოცნების“ლიდერები ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ.

ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია, რომლის მიზანი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარების პოპულარიზაცია, აგრეთვე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაზაზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. ისინი სწავლობენ საჯარო სკოლაში, გადიან უცხო ენის კურსებს, დღის მეორე ნახევარში კი ახალ სტადიონზე ვარჯიშობენ.

განახლებულ ბაზაზე ასევე სრულფასოვან შეკრებებს სისტემატურად გადიან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების გუნდები.

"ქართული ოცნების" ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.

ლაგოდეხთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ზუგდიდში და უახლოეს პერიოდში მსგავსი ბაზა გაიხსნება გურიაში, ასევე აკადემიის მშენებლობა მოკლე ვადაში დაიწყება ქუთაისში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics