2020-08-10 13:42:33, 1179 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ვოლსკიზე - იმედი მაქვს, პარტიული აპარატისა და ადმინისტრაციული რესურსის მიღმა არ დაიმალება
იმედი მაქვს, პარტიული აპარატისა და ადმინისტრაციული რესურსის მიღმა არ დაიმალება, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ის მოუწოდებს ვოლსკის, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში ისაუბრონ ქვეყნის მნიშნვნელოვან პრობლემებზე.
„ჩემი კონკურენტი „ოცნებიდან“ არის გია ვოლსკი, რომელსაც დღესვე მოვუწოდე, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს, მზად ვარ, მასთან ერთად დავჯდე და ვისაუბრო ქვეყნის მნიშნვნელოვან პრობლემებზე.
იმედი მაქვს, ბატონი გია არ დაიმალება პარტიული აპარატისა და ადმინისტრაციული რესურსის მიღმა, რასაც „ქართული ოცნება“ იყენებს არჩევნებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ „ტვ. პირველთან“.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან