11:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 13:33:18, 1768 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - სამინისტრო მზადაა, სიცხადე შეიტანოს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ საქმეში

ჯანდაცვის სამინისტროში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე,  სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებს შეხვდა.

შეხვედრაზე პროკურატურის მიერ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების საკითხზე იმსჯელეს. ასევე საუბარი შეეხო სამედიცინო სფეროში არსებულ ხარვეზებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ  მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი საკონონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს როგორც პაციენტის, ასევე ექიმების უფლებებს.

„უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების,  პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო. ყველანი მივილტვით იმისკენ, რომ შევქმნათ ერთობლივი სისტემა, რომელშიც ნებისმიერი ქართველი თუ უცხოელი მოქალაქე შეძლებს და მიიღებს ხარისხიან სერვისს.

შეხვედრაზე ცალსახად გამოიკვეთა, თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო საკანონმდებლო, რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა გარკვეულ გაუგებრობაში.  სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს არაერთი ქმედება, რათა სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში, მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ"-განაცხადა მინისტრმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს, რა ჩარჩო დოკუმენტით და რეგულაციებით აქვს უფლება, მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი.

„მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში მომზადდეს რეგულაცია, რომ ვახტანგ ყიფიანის მსგავსად სხვებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში. მსგავსი შემთხვევები უნდა დარეგულირდეს რეგულირებისს სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრა მინისტრსა და მედიკოსებს შორის თითქმის 1 საათს გაგრძელდა. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსმა ზაალ კაპანაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უპასუხეს. ​





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics