|
2020-08-10 11:36:28, 15886 ნახვა
კულტურა
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, „თბილისის ცის ქვეშ“ მუსიკალური საღამოები გაიმართა
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, „მზიურის“ განახლებულ პარკში Mziuri Fest მოეწყო, რომლის სცენაც მუსიკალურ ბენდებს დაეთმო. ორდღიან ფესტივალზე მსმენელის წინაშე ჯგუფები: LOUDSPEAKERS, MOKUMOKU, „არა“, Bedford Falls, KILLAGES, ON THE ROAD, PITTER J და ერეკლე დეისაძე წარდგნენ. მუსიკალური ღონისძიებები ასევე, დედაქალაქის სხვადასხვა განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში გაიმართა. გოძიაშვილის სახელობის ბაღში ეთნო და ჯაზის მოყვარულები შეიკრიბნენ, ხოლო ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ქართული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტები ჩატარდა. მუსიკალურ საღამოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას და მოქალაქეთა განწყობის ამაღლებას ემსახურება. „თბილისის ცის ქვეშ“ უკვე არაერთი საღამო გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული „მზიური“ ამ ტიპის საფესტივალო ღონისძიებას განსაკუთრებით მოუხდა. ორი დღის განმავლობაში, აქ თანამედროვე მუსიკის მოყვარული უამრავი ახალგაზრდა შეიკრიბა. პროექტი უკვე სექტემბრიდან გაგრძელდება და დედაქალაქის მასშტაბით, კიდევ უფრო მეტ ლოკაციაზე შევხვდებით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. იგი ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს, რომელზეც დასწრება თავისუფალია. დღეს, 20:00 საათზე, წყნეთის ამფითეატრში, თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტი - „გაითავისე ცა და ისუნთქე...“ დასრულდება, რომელიც გია ყანჩელის 85 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეროვნული სიმფორნიური ორკესტრის მუსიკოსები მიიღებენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)