2015-09-09 10:44:39, 694 ნახვა
საზოგადოება
რიყე-ნარიყალას საბაგირო 10 დღით მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს
რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა გეგმიური შემოწმების გამო, 10-დან 20 სექტემბრამდე მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
„მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საბაგიროს სისტემატურად უტარდება ტექნიკური დათვალიერება.
რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკვაშირებელი საბაგირო გზა 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ 2 500 მგზავრს ემსახურება. ის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და სისტემატური შემოწმება უსაფრთხოების ნორმის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი პირობაა“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან