08:33 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 10:22:00, 473 ნახვა

საზოგადოება
იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალ პროექტებს განახორციელებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი  გიგლა აგულაშვილი  მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, იაპონიური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალ პროექტებს განახორციელებს, რაც თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობის ინიციატივას  ითვალისწინებს.

დღესვე, იაპონური მხარე  სამინისტროს დარგორბივი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ საკანონმდებლო საკითხებზე განმარტებები მოისმინა. შეხვედრაზე გარემოსდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და  საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ იაპონური მხარე  საქართველოში ნარჩენების გადამუშავების სფეროში მდგომარეობის შესახებ მოკვლევას (Survey Outline) ახორციელებს, რომელიც 2016 წლის აპრილის თვეში დასრულდება.

დელეგაციის შემდაგენლობაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის (JICS), კომპანია - “Carbon Free Consulting”-ისა და კომპანია „Global System Co. Ltd.“-ის წარმომადგენლები შედიან.

„ჩვენი პროექტი საქართველოში ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცემენტის ქარხნისთვის ალტერნატიული საწვავის მიღებას ითვალისწინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოს დაცვის მხრივ. ვფიქრობთ, რომ ამ პროეტქს განვახორციელებთ საქრთველოში“, - განაცხადა იპანური კომპანიის „CLEAN SYSTEM“  აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰიდეკი ებისავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics