20:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 12:19:44, 2623 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას: ომი საქართველოს არ დაუწყია - ყველაფერი შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ამ თემაზე - გამორიცხულია!

„რუსეთი ოკუპანტია და ეს ომი საქართველოს არ დაუწყია! ყველაფერი შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ამ თემაზე - გამორიცხულია! - ასე ეხმაურება ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

„ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი გმირების საფლავების პატივის მიგება 7 აგვისტოს დაიწყეს და ამბობენ, ამისი 8 აგვისტოს გაკეთება რუსული ნარატივიაო. არავითარი არგუმენტი საპასუხოდ, პირველ რიგში მხოლოდ ფაქტი - ისევ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც მათ ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირეს:

რეზოლუციის მე-4 პუნქტში ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო; მე-5 პუნქტში ეს საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს; მე-6 პუნქტში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად მოიხსენიეს...ამ რეზოლუციას მხარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. დღეს ისინი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობენ!..

12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც ჩვენი უდანაშაულო თანამემამულეები და გმირი ჯარისკაცები შეიწირა. ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ აუცილებლად დასრულდება! ჩვენი შვილები ერთიან საქართველოში იცხოვრებენ! დეოკუპაციის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით ვაწარმოებთ, ამ შედეგამდე აუცილებლად მიგვიყვანს! საქართველო არასდროს დანებდება, ოკუპაციას არ შეეგუება!", - წერს მამუკა მდინარაძე.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics