20:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 11:23:49, 2412 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - რუსეთის ჯარი საქართველოში მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის, მათ შორის პუტინის დავალებით შემოიჭრა

რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის, მათ შორის პუტინის დავალებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, 8 აგვისტოს მაინც ომის თემით სპეკულირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში უაღრესად მძიმე დღეა, მაგრამ ჩვენი ვალია ყველაფრის მიუხედავად პატივი მივაგოთ და გვახსოვდეს გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული გახდა და რა თქმა უნდა, ესაა დღეს ქართული სახელმწიფოებრივი გამოწვევა, თითოეული ჩვენგანის ვალია გვახსოვდეს ყველა დაღუპული და მოვუაროთ ქვეყანას, რათა მივაღწიოთ ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე.

8 აგვისტოს მაინც ომის თემით სპეკულირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. რაც შეეხება ომის საკითხს, აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ესე დაიწყო ომის საქართველოში, შედეგად 20% ოკუპირებულია და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. დღეს სააქართველოში 30 000 დევნილი გვყავს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მშვიდობა და გონივრული პოლიტიკა ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ განვითარება მოხდეს. რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით, მათ შორის პუტინის დავალებით“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics