2020-08-07 12:40:06, 1974 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში საერთო კანდიდატების დასახელებას არ დათანხმდა, მცდარი არჩევანი გააკეთა
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც რეგიონებში საერთო კანდიდატების დასახელებას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დათანხმდა, მცდარი არჩევანი გააკეთა.
ბოკერია აღნიშნავს, რომ საკვანძო ოლქებში კოორდინირება გონივრული იქნებოდა.
„გონივრული იქნებოდა საკვანძო ოლქებში კოორდინირება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცდარი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ეს მათი უფლებაა. ამიტომ ჩვენ თბილისში შეთანხმებაზე დაყრდნობით და იმაზე დაყრდნობით, რასაც მივაღწიეთ მოლაპარაკებებისას, ყველა ვარიანტში დავდებთ შედეგს, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ივანიშვილის სახით, იქნება მშვიდობიანი არჩევნებით ჩამოშორებული“, - განაცხადა ბოკერიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან