|
2020-08-05 19:08:31, 2679 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა
„თიბისის“ მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. ემიგრაციის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაესწრნენ. ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა, თუმცა მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში თიბისის მხარდაჭერით, ემიგრაციის დარბაზი 2015 წელს გაიხსნა. ემიგრაციის დარბაზში წარმოდგენილია ათობით ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის, ლევილის არქივი, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ორბელიანების, ზალდასტანიშვილების და სხვა ცნობილ ემიგრანტთა არქივები. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. ახლა კი, ემიგრაციის დარბაზში დაცული ფონდები ემიგრაციის მუზეუმში განთავსდება. „დღიდან დაარსებისა, თიბისი მუდამ იყო ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი. თიბისი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც ხელს ვუწყობთ ჩვენი ეროვნული საგანძურის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საქმეების სიას ემიგრაციის მუზეუმიც შეემატა,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე.
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)