15:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 18:55:07, 1846 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფოს დახმარებით ქართული ეკიპაჟი შრი-ლანკადან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის დახმარებით მოხერხდა გამონაკლისის დაშვება და კომპანია "ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტი"-ს გემის ქართული ეკიპაჟი ისევ სრულად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა. ეკიპაჟის წევრების როტაცია, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მეზღვაურები საქართველოში ავიაკომპანია My way Airlines-ის  სპეციალური ავიარეისით ჩამოვიდნენ.

"ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენი ელჩების გულისხმიერებას და ჩართულობის მაღალ დონეს მეზღვაურთა როტაციის პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს დაშვებული აქვს მეზღვაურთა შეცვლა თავის ტერიტორიაზე, საკარანტინე სივრცეების გადატვირთვისა და ფრენების გადადების გამო ძალიან ძნელია დღეს მსგავსი ოპერაციების წარმოება. თუმცა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით წარმატებით შევცვალეთ 34 მეზღვაური. როტაციის პროცესი მთავრობის დახმარებით წარმატებით გრძელდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ პანდემიის ფონზე შევძელით შეგვექმნა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე და დღეს ისინი ისეთ პოზიციებზე საქმდებიან, სადაც ადრე სხვა ეროვნების მათი კოლეგა მეზღვაურები საქმდებოდნენ", განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად  საქართველოს მოქალაქე 4000-მდე მეზღვაურს დაეხმარა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics