19:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 10:51:08, 463 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: ვენესუელასა და აფხაზეთს შორის ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება უკანონოა

ვენესუელასა და ფე-ფაქტო აფხაზეთს შორის ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება უკანონოა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„2009 წლის სექტემბერში ვენესუელამ, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“, რითიც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. შესაბამისად, კარაკასსა და სოხუმს შორის ნებისმიერი შეთანხმება, იქნება ეს ვენესუელაში „აფხაზეთის საელჩოს“ გახსნა, „აფხაზეთში ვენესუელის ელჩის“ დანიშვნა და რწმუნებათა სიგელების გადაცემა, ე.წ. „უვიზო რეჟიმის“ შემოღება თუ სხვა, იმთავითვე უკანონოა და, საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს. სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებაში ვენესუელის დელეგაცია მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა მხარეებმა რამდენიმე შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრეს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე.      





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics