2020-08-04 15:09:15, 2501 ნახვა
კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: ბაჩალიაშვილის ლეპტოპში 193 000 ფოტო და 448 ვიდეოა - არანაირი სხვაგვარი ფაილი არ არსებობს
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპში 193 000 ფოტო და 448 ვიდეოა.
მანვე აღნიშნა, რომ ლეპტოპში არანაირი სხვაგვარი ფაილი არ არსებობს.
„მიმოწერის პროგრამები არ იყო საერთოდ ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში ან „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ საერთოდ არაა კომპიუტერში. ამავდროულად, კომპიუტერში სულ არის 193 000 ფოტო და 448 ვიდეოა, რაც მთავარია არანაირი სხვაგვარი ფაილი არ არსებობს. ისეთი ასოციაცია დამრჩა რომ ეს არათუ პროგრამისტის პირადი ლეპტოპი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპია“, - განაცხადა რამიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან