|
2020-08-04 12:10:00, 4412 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ ბინების დაკანონების პროცესი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყების ბალანსზე არსებული 5000 ბინის დაკანონებას ითვალისწინებდა, უკვე დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბინების გადაცემის პროცესის ეფექტიანი და სამართლიანი წარმართვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და მინისტრს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს. უშუალოდ განცხადებების მიღება და სარეკომენდაციო პროექტების მომზადება თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ მოხდება, რომელიც აღნიშნული კომისიის სამდივნოს წარმოადგენს. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების არსებული მოდელი პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას შეუწყობს ხელს. სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო. ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 5000-მდე ბინას, ფაქტობრივად, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები და საქართველოს სხვა მოქალაქეები დაიკანონებენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)