07:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 09:36:54, 662 ნახვა

საზოგადოება
გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდმა წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში კონცერტი გამართა

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩომ და  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულმა წარმომადგენლობამ  დევნილთათვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წეროვანში, დევნილთა ჩასახლებაში  იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად-კონცერტით გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი “The Salamanca Band and Bugles of The Rifles“  წარსდგა.  კონცერტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დაესწრო. მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დევნილების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალგაზრდა მომღერლებმა და ბენდთან ერთად ერთობლივი ნომრები შეასრულეს. წეროვანში დევნილთათვის მხარდასაჭერ კონცერტს დაესწნენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. კონცერტის დაწყებამდე ბენდის წევრები დევნილებს შეხვდნენ და პირად გაიცნეს ისინი.

„The Salamanca Band and Bugles of The Rifles“ გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის ერთადერთი ტერიტორიული არმიის ბენდია. ბენდი საქართველოში 10 სექტემბერამდე დარჩება და კონცერტებს გამართავს როგორც თბილისში, ასევე გორში, ქუთაისსა და ბათუმში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics