19:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 16:14:02, 2949 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა

„წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღარ სჭირდება დამატებითი ზოგი ბალასტი, რომელსაც თავად ბალასტად მიიჩნევს, ზოგი კიდევ იდეური მოწინააღმდეგე.

„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, საკუთარი გადმოსახედიდან,  დალაგებული და გეგმაზომიერი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ძალები. დღეს, რასაკვირველია, მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება და არავის არ უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი. რაღაც ერთი პერიოდი თითქოს ჩრდილში გადაიყვანეს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თავისი ელექტორალური რესურსი წინ წამოეწიათ და ჩამოშორებოდნენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო. დღეს უკვე მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე და რასაკვირველია, მას აღარ სჭირდება დამატებითი ზოგი ბალასტი, რომელსაც თავად ბალასტად მიიჩნევს, ზოგი კიდევ იდეური მოწინააღმდეგე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics