|
2020-08-03 12:00:40, 3371 ნახვა
ეკონომიკა
ერთი წლის განმავლობაში ხილი 32%-ით, რძის პროდუქტები 14.6%-ით, ხოლო ხორცპროდუქტები 11.5%-ით გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ გავლენა იქონია ფასების ცვლილებაზე. მათი ცნობით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე 32.0 პროცენტით, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე 17.4 პროცენტით; რძეზე, ყველსა და კვერცხზე 14.6 პროცენტით; თევზეულზე კი, 14.3 პროცენტით. ამასთანავე, ზეთსა და ცხიმზე ფასები მომატებულია 12.6 პროცენტით; ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე კი 11.5 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფებში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)