19:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-02 10:55:17, 2592 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, დაიწყო პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი  წარსდგა.

ასევე, კონცერტი გაიმართა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახლადრეაბილიტირებულ პარკში და მასში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონცერტებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას ემსახურება.

„თბილისის მერია განაგრძობს პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ემსახურება კულტურის სფეროს მხარდაჭერას. სხვადასხვა უბანში, ღია ცის ქვეშ, ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას მონატრებულ შემსრულებლებს. პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ ლოკაციაზე შევხვდებით’’, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო.  პროექტი ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.

მომდევნო კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ჩატარდება. ამასთანავე, მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალი კვირიდან უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება.

პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics