|
2015-09-07 15:45:44, 358 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: დღევანდელ საქართველოში გადაწყვეტილებების მიღება არაფორმალურად არ ხდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატვა და პატივისცემა ნორმალურია და ეს რაიმე ტიპის ტრაგედიად არ უნდა აღიქმებოდეს. ამ განცხადებით ხიდაშელი საქართველოში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. ხიდაშელის შეფასებით, პრობლემა იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღებდა მონაწილეობას. მინისტრის მტკიცებით, საქართველოში დღეს გადაწყვეტილებებს არაფორმალურად არ იღებენ. „ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს ჩვენს ქვეყანაში აქვს პატივისცემა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ეს უნდა მივიღოთ რაღაცა ტიპის ტრაგედიად? ეს არ არის ტრაგედია, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. დედამიწის ზურგზე ყველა ქვეყანაში ხდება ასეთი ამბები, როცა ხალხი პატივს ცემს მოქმედ პოლიტიკოსებს, ან ყოფილ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ასეთებს, ისეთებს. ივანიშვილის მიმართ ეს საზოგადოებრივი პატივისცემა აბოლუტურად ნორმალურია, ამაში გასაკვირი არაფერია. ტრაგედია იქნებოდა, ის რომ იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების თანამონაწილე. მე სულ მაქვს ხოლმე ეს მოთხოვნილება, რომ როდესაც ამაზე ჩემი ყოფილი კოლეგები კოალიციიდან საუბრობენ, რატომ არ გიჩნდებათ კითხვა, მათ ჰკითხოთ, რომ როცა ისინი ჯერ კიდევ მინისტრები იყვნენ და ბიძინა ივანიშვილი აღარ იყო პრემიერ-მინისტრი, ასრულბდნენ თუ არა დავალებებს, რომელსაც იღებდნენ ბიძინა ივანიშვილისგან. თუ პასუხი ამაზე არის -არა, მაშინ საერთოდ არ მესმის რაზე ლაპარაკობთ. პრობლემა არ არის არავის გავლენაში, საზოგადოების მხრიდან გამოხატულ ნდობაში, პრობლემა ჩნდება, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება არაფორმალურად. ასეთი რამ დღევანდელ საქართველოში არ ხდება. არ მიმაჩნია პრობლემად, რენდი შეუნემანის მიერ, ანუ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ლობისტის 9 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებული ლობისტის განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია. მას ამის თქმაში ფულს უხდიდნენ და ამიტომ არ მიმაჩნია სერიოზულ პრობლემად“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის თამაზ მეჭიაურის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის უკვე ღიად უპირისპირდება რესპუბლიკელებს, თუმცა მინისტრმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ამ თემაზე არ ვაკეთებ კომენტარს, რადგან არის საკითხები, რომლებიც მიმაჩნია, რომ კომენტარს არ იმსახურებს“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)