21:33 - 21 Jul, 2026
|
2015-01-05 12:22:27, 5095 ნახვა
სამართალი
თელავში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, მდინარე თურდოს ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ 18 ძირი ფიჭვისა და ვერხვის ჯიშების პირველი ხარისხის ხე-ტყე. მათივე ცნობით, გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 5470 ლარს შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შსს თელავის რაიონულ სამმართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)