|
2020-07-30 17:18:49, 3670 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩმა“ საპარლამენტო პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა
„გირჩმა“ საპარლამენტო პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა. პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2. ჰერმან საბო 3. იაგო ხვიჩია 4. ვახტანგ მეგრელიშვილი 5. გია ჯაფარიძე 6. ალექსანდრე რაქვიაშვილი 7. ლევან ჯგერენაია 8. სანდრო თარხან-მოურავი 9. ამირან ტორონჯაძე 10. გიორგი ლომინაძე. შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ პარტიული სიის ფორმირების პროცესი უნიკალურია, რადგან მას მხარდამჭერები, „გირჩი“-ს შეიძლება ითქვას აქციონერები აკომპლექტებენ პარტიის ფიცრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით. 1 ახალი GeD გირჩის პორტალზე ან ფულადი შემოწირულობისას იქმნება, ან პარტიისთვის გაწეული დახმარებისა თუ გაკეთებული საქმის შესაბამისად გაიცემა. ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი, რომელებსაც ჯამში 131 მილიონი GeD ქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი - რაც მეტი ჯედი აქვს გირჩის წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი „წონა“ აქვს მის ხმას. ასე რომ, გირჩის პარტიული სიის შედგენა მერიტოკრატიულ პრინციპებზე დგას. რაც შეეხება ე.წ. გენდერულ კვოტირებას, გირჩს ამ რეგულაციისთვის გზის ავლის მეთოდი უკვე მოფიქრებული აქვს და უახლოეს მომავალში საბოლოო სიის წარდგენისას მოგახსენებთ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)