17:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 16:35:11, 3409 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - ოქტომბერში ჩვენი ამოცანა იქნება იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი რურუას სახელმწიფო სისტემა ებრძვის.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ეს არის სახელმწიფო სისტემა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც ჩართულია უკანონო დაკვეთის აღსრულებაში და უდანაშაულო ადამიანის დაჭერაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც ყოველთვის იყო ამ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით შეისისხლხორცა ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ და დღეს ეს სისტემა მუშაობს სწორედ ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ სამსახურში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით ყველა ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტული უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა იქნება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არამხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics