2020-07-30 16:17:15, 4710 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე კონგრესმენების წერილზე - არსებობს საფრთხე ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანი გადავიდეს ქვეყანაზე
არსებობს საფრთხე ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანი გადავიდეს ქვეყანაზე, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძე კონგრესმენების მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილი წერილს.
მისი თქმით, აღნიშნული წერილი არის უაღრესად ცუდი სიგნალი არამარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
„ეს არის უაღრესად ცუდი სიგნალი არამარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ არსებობს საფრთხე ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანი გადავიდეს ქვეყანაზე, რისი მაგალითიცაა ბოლო დახმარების აქტში თანხის 15%-იანი შემცირება“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან