|
2020-07-30 10:31:06, 17289 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენების წერილი პომპეოს - რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანა პროგრესისგან უკან იხევს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ექვსმა კონგრესმენმა, ჯოდი ერინგტონმა, მარკვეინ მულენმა, ბილ ფლორესმა, უილ ჰარდმა, ბრაიან ბაბინმა და რენდი უებერმა, საქართველოსთან დაკავშირებით წერილით მიმართა. კონგრესმენები პომპეოს წერენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო შეშფოთებულები არიან. ამასთანავე, ისინი პომპეოს წერენ, რომ მას შემდეგ რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ქვეყანა პროგრესისგან უკან იხევს. „გწერთ, რომ საქართველოში დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო კიდევ ერთხელ ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველომ 1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დიდი გზა გაიარა, რათა ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ყოველი ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე ჰქონოდა წვდომა, ამასთანავე, ჰქონოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესისგან უკან იხევდა“, - აღნიშნულია წერილში. ამასთანავე, კონგრესმენები იმედოვნებენ, რომ გათვალისწინებული იქნება ის საკითხები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როდესაც შეხვდებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, გაითვალისწინებთ ჩვენს შეშფოთებას აღნიშნულ საკითხებზე:
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)