|
2020-07-30 09:52:16, 9546 ნახვა
სხვადასხვა
ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სამოძრაო სქემით სატესტო მოძრაობა დაიწყო
ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით სატესტო რეჟიმში მოძრაობს. 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:30-დან 04:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ფარავს ჭავჭავაძის გამზირს და მიმდებარე ტერიტორიას, ახალი სქემის მიხედვით იმოძრავებს. სატესტო პროცესში მუნიციპალური ავტობუსების 12 საავტობუსე ხაზის ყველა მძღოლი იქნება ჩართული. 1 აგვისტოდან კი, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემის მიხედვით დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას და სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში იმოძრავებს. მუნიციპალური ავტობუსების სატესტო პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი მოადგილესთან, პაატა ბეჟანიშვილთან ერთად დაესწრო. „დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების მოძრაობის ტესტირება ახალი სამარშრუტო სქემით იწყება. ტესტირებას გაივლის ყველა იმ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც ამ მარშრუტებზე მოძრაობს. ეს არის სტანდარტული პროცედურა - ყველა მარშრუტზე რაიმე სიახლე როდესაც ინერგება, მძღოლების წინასწარ მომზადება ხდება. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და 1 აგვისტოდან, ავტობუსები მოძრაობას დაიწყებენ ახალი სამარშრუტო სქემით“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)