|
2020-07-30 09:46:59, 3333 ნახვა
რეგიონი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მთელი განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მთელი განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რეგიონში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სულ 7 გაფრენა განახორციელა. 20:00 საათის მონაცემებით, უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 21 არასრულწლოვანი. დაშავებული არავინ არ არის. მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ქალაქ ონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხვალ დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას განაახლებენ და მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან. რაჭაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი. ისინი ადგილზე ხელმძღვანელობენ სამაშველო სამუშაოებს. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები, სპეციალური აღჭურვილობით. ასევე, მობილიზებულია დრონები და ყველა საჭირო ტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)