|
2020-07-29 12:11:51, 2465 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 55 ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება
ზემო ფონიჭალაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 55 ოჯახს 4 000 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს ის კომპანია, რომელმაც მერიის მიერ ზემო ფონიჭალაში მდებარე 17 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა. „მინდა, შევეხო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების თემას. სულ 3 500 ოჯახი იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ეს ვალი სახელმწიფოს აღიარებული აქვს, ჩვენ დავპირდით ამ ადამიანებს, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ბევრი ოჯახი უკვე საკუთარი ბინების მოლოდინშია, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა 17 500 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, ზემო ფონიჭალაში და გვყავს უკვე გამარჯვებული შპს „პერსპექტივა“, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს დაზარალებული ოჯახები საცხოვრებელი ფართით თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით. მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ პირობა გვაქვს ამ ადამიანებისთვის მიცემული, რომ აუცილებლად შევძლებთ მათ დაიბრუნონ თავიანთი საცხოვრებელი ფართები. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ დაზარალებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების პროცესის რიგითობის კრიტერიუმიც განმარტა და აღნიშნა, რომ რიგითობის განმსაზღვრელი, რაოდენობიდან გამომდინარე, ოჯახების სოციალური ქულები იქნება. „რიგითობას რაც შეეხება, აქაც მარტივი გამოსავალი ვნახეთ - სოციალური ქულების მიხედვით მივაწოდებთ ადამიანებს ბინებს. რადგან 3 500 ოჯახზეა საუბარი, შეუძლებელი იყო რიგითობის დადგენა. ამდენად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების თანმიმდევრობის განმსაზღვრელი სოციალური ქულებია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)