|
2020-07-28 15:43:51, 3408 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - უკვე მქონდა კონტაქტი ამერიკის ფედერალური ბიუროს გარკვეულ პირთან
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ უკვე ჰქონდა კონტაქტი ამერიკის ფედერალური ბიუროს გარკვეულ პირთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურების გატარებაა საჭირო. რამიშვილი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ დრომდე ვერ მოხდა ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის გახსნა და ის მოითხოვს, რომ მისი ჩართულობის გარეშე არ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. „ჩემი პირადი მოთხოვნაა, რომ ჩემს გარეშე არ მოხდეს კომპიუტერის ექსპერტიზის ჩატარება იმიტომ, რომ მე გარკვეული პირების ჩართულობა მინდა, რომ კომპიუტერი შემოწმდეს ისე რომ ამას ვესწრებოდე მე. რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს მიმართებაში, მე უკვე მქონდა კონტაქტი გარკვეულ პირთან, რომლისგანაც ვითხოვ ის პროცედურა დეტალურად იქნეს გადმოცემული თუ რა უნდა განხორციელდეს. ვერ ხერხდება კომპიუტერის გახსნა და იმაზე საუბარი 21-ე საუკუნეში რატომ ვერ ხდება ჩვენთან ეს, ამის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. სახიფათოა რადგან ამას შესაძლოა გარკვეული ინფორმაციის წაშლა მოჰყვეს“, - განაცხადა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)