22:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 12:35:56, 2095 ნახვა

საზოგადოება
ლილოს, დეზერტირების, ნავთლუღის, დიდუბის და ვარკეთილის ბაზრობები უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, თბილისის ბაზრობებზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ლილოს, ელიავას, დეზერტირების, ნავთლუღის, დიდუბის, გლდანის, ვარკეთილისა და დიღმის ბაზრობები დაჯარიმდნენ.

მისივე თქმით, დღეიდან ინსპექტირება ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.

„შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახური.

პირველ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობდა ცნობიერების ამაღლებაზე, 20 ათასზე მეტი ადამიანის მიმართ განხორციელდა სკრინინგი. მიუხედავად მათთან მუშაობისა, გარკვეულ ბიზნესობიექტებთან ფიქსირდებოდა ხარვეზები და იძულებულნი გავხდით, გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი. ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნესობიექტი, დეზერტირების ტერიტორიაზე -1 , ნავთლუღში 2, დიდუბეში - 3, ვარკეთილში -1“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულ პირებს კორონავირუსის გამო სკრინინგი უტარდებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics