|
2020-07-27 11:08:25, 17751 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებულთან კონტაქტია, ხოლო 1 გაჩიანიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებულთან კონტაქტია, ხოლო 1 გაჩიანიდანაა. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 237 დადასტურებული შემთხვევა. „6 ახალი შემთხვევიდან 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა ანუ იმპორტირებული, 1 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთის წყარო არის გაჩიანი. ჩვენს ცენტრში დაგვემატა 1 დადასტურებული პაციენტი, რომელიც არის იმპორტირებული შემთხვევა და სულ გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა. 2 მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღეა სტაბილურია და დღეს შეინიშნება მცირედი გაუმჯობესება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)