22:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 09:45:58, 1847 ნახვა

საზოგადოება
გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილი - დაკარგული მოზარდის მამა

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის მამა, დავით ფილფანი მოსახლეობას მიმართავს და დახმარებას სთხოვს. 

ფილფანი მოქალაქეებს სთხოვს, რომ  თუ 13 წლის მოზარდს სადმე ნახავენ და მის შვილს მიამსგავსებენ, მას გაესაუბრონ. როგორც მოზარდის მამა ხსნის, თუ მოზარდი დალაპარაკებას ვერ შეძლებს, სავარაუდოდ, ეს მისი შვილია, რომელმაც ქართული არ იცის. 

"მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს - ყველა კეთილ და გულისხმიერ ადამიანს გთხოვთ, თუ ნახეთ 12-13 წლის ბიჭი ველოსიპედზე, რომელსაც მიამსგავსებთ ილიას ფოტოს და ეჭვი შეგეპარებათ, დაელაპარაკეთ და თუ ქართული არ ესმის, შესაძლოა, ეს ჩემი შვილია. დარეკეთ პოლიციაში, გაესაუბრეთ მას - შესაძლოა ძალიან დაგვეხმაროთ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც სამაშველო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას. არ ვიცით, რა მიმართულებით წავიდა, შესაძლოა ის დაიკარგა და სხვა რეგიონში აღმოჩნდა. გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილი", - ამბობს დავით ფილფანი, 

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას უკვე მე-9 დღეა ეძებენ. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics