13:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-26 15:46:45, 3796 ნახვა

კომენტარი
მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, არაგვის პირას მასზე ფიზიკური იძალადეს და ბოლოს მდინარეში დაახრჩვეს

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, არაგვის პირას მასზე ფიზიკური იძალადეს და ბოლოს მდინარეში დაახრჩვეს.

 

ნიკოლაძის თქმით, იგივე ახვლედიანის ჩვენებამ, იგივე ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ის ექვსი პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირები, ეს ნამდვილად ასეა.

 

„იგივე ახვლედიანის ჩვენებამ, იგივე ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ის ექვსი პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირები, ეს ნამდვილად ასე.

 

ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ ჰქონდა ასეთ ვითარებას ადგილი, გამოკიდებული ხუთი ადამიანიდან სამი გამოყვა გამოქცეულ ბავშვებს, ამირხანაშვილს, გიორგი შაქარაშვილს და ახვლედიანს, გამოყვა ხიდის მიმართულებით, ანუ გადმოკვეთეს ხიდი, ხოლო ორი მათგანი ხიდზე გადმოსვლამდე, ისე რომ არ გადმოუკვეთავთ ავტომაგისტრალი, ჩავიდნენ ამავე მანქანების ჩამოსახვევში, ანუ წინიდან მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და ბავშვი მოაქციეს ალყაში.

 

მას წინიდან გასაქცევი აღარ ჰქონდა და წინ დახვდნენ, მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს პირები ჩაყვნენ შემდგომ მას. მდინარე არაგვის პირას განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა და ბოლოს უკვე მდინარეში დაახრჩვეს. ამ პირებმა ყველამ მიიღეს მონაწილეობა როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ასევე მის განზრახ მკვლელობაში", - განაცხადა ნიკოლაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics