|
2020-07-25 17:17:41, 3806 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე კონგრესის აქტზე - დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები
„ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კონგრესის მიერ საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. ვაშაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი აქტის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სულ უფრო ნაკლები ინვესტიცია შემოვა. „ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები პირდაპირ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოვა ნაკლები ინვესტიცია, ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს ნიშნავს, რომ დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“, - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერების აქტს მხარი დაუჭირა. აქტს მხარი დაუჭირა 224 კანონმდებელმა, ხოლო 189 წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)