|
2020-07-25 12:53:45, 22129 ნახვა
ომი უკრაინაში
ექსპერტების განცხადებით, სიმსუქნე კოვიდ19-ით გარდაცვალების რისკს ზრდის
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტები აცხადებენ, რომ სიმსუქნე ზრდის კოვიდ19-ით გარდაცვალების რისკს. ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ სიმსუქნე კოვიდ19-ით დაინფიცირების რისკს არ ზრდის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პირი ვირუსით დაავადდა, გარდაცვალების რისკი და დაავადების გართულების შესაძლებლობა უფრო მეტია. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 40 წლამდე ინფიცირებულ პირებში, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, კოვიდ19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 40%-ით მეტია მათთან შედარებით, ვისაც წონის პრობლემა არ აქვს. ხოლო 40 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებში რისკი 90%-ს შეადგენს. ექსპერტების განცხადებას წინ უსწრებდა ინგლისის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სიმსუქნის შემცირების მიზნით, ახალი ზომების მიღებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაჰპირდა საზოგადოებას, რომ უახლოეს დღეებში შექმნის პროგრამას სიმსუქნის პრობლემის მოსაგვარებლად. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთს ევროპაში სიმსუქნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ინგლისში მოზრდილების თითქმის ორ მესამედს ჭარბი წონა აწუხებს. ანალოგიური მაჩვენებლებია უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)