22:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 21:00:57, 2919 ნახვა

საზოგადოება
4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. 24 ივლისიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება.

დილით უკვე შესრულდა ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით პირველი ფრენა. რეისის პირველ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. საღამოს კი პანდემიის შემდეგ, პირველი შიდა რეგულარული რეისი თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდა.

 ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

“2020 წელი საქართველოში გამოცხადებულია შიდა ტურიზმის განვითარების წლად. დღეიდან კი საქართველოში შიდა ავიამიმოსვლა აღდგა. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ იმოგზაურონ კომფორტული მცირე ზომის საჰაერო ხომალდით მესტიის, ამბროლაურისა და ბათუმის მიმართულებით”, - განმარტავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.

მისი განცხადებით, ქვეყნის შიდა აეროპორტებში, საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია საავიაციო გაიდლაინების მიხედვით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics