|
2020-07-24 16:04:06, 2763 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნეს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა. როგორ გენერალურმა პროკურატურამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გამოძიების პროცესში გარდაცვლილის მამას და მის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაშიც. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოძიების პროცესში გარდაცვლილის მამას და მის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასევე გაზიარებულ იქნა გარდაცვლილის ოჯახის წევრების თხოვნა და ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ ,,ემპათიას' წარმომადგენელმა გალინა კარმუშინამ. საქართველოს პროკურატურა დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და მის ადვოკატთან მჭიდრო კომუნიკაციის და საქმეზე თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურის მიერ საქმეზე მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას მომავალშიც მიეწოდება ინფორმაცია", - განაცხადა პროკურატურამ. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შედეგად, თეთრიწყაროს ტყეში, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)