23:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 13:41:32, 2816 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე - კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ცეტრი ქართული საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია  და არის ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლო.

„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის პრევენცია, მაგრამ რეაბილიტაცია არის ასევე უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ დავეხმაროთ ყველა ჩვენს მოქალაქეს რათა შეძლონ თავისი სიცოცხლის ხარისხის გაუჯობესება. ამისათვის ნამდვილად  საჭიორა მაღალკვალიფიციური დახმარება. კენ ვოლკერის ამ იდეამ ნამდვილად ცხადო, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამ არის შესაძლებელი. ეს ცენტრი ნამდვილად იქნება ჩვენი პაციენტების და საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მონაპოვარი. დღესდღეობით კლინიკაში მომსახურეობას მიიღებს 200 ბავშვი და 250 მოზრდილი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სპეციალისტი, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აღიზრდება შეძლებს და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს საჭირო უნარჩვევების შეძენაში და რეაბილიტაციაში. მე მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის და მათი ხარისხისთვის, რომელიც მათ ასე ახასიათებთ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics